მეტროსადგური "სარაჯიშვილი" ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით დაიხურა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.

უწყების ცნობით, დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს და სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.

"მეტროსადგური ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - განაცხადეს კომპანიაში.