საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გარდაიცვალა.

სამძიმარს აქვეყნებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაც: "ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უდიდეს მწუხარებას გამოთქვმას მისი მაღალყოვლადუსამღვდლოესობის მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის სამწყსოს, ახლობლებსა და ნათესავებს. ღმერთმა ცათა სასუფეველში დააწესოს სული ახლადგარდაცველებულისა მიტროპოლიტისა სერაფიმესი. ამინ!".

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, 64 წლის მიტროპოლიტი სერაფიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.