მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი.
მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი.
1774344404
"განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში, მრავალი წელია, აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.საქართველოს ყოველდღიურობა და მისი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების გარეშე, რაც გასულ დღეებში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.დიდი მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის!გილოცავთ, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს თქვენს ოჯახებში!“ – წერს კახა კალაძე.
1774343532
FlightRadar24-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, Air Canada-ს თვითმფრინავი სახანძრო მანქანასთან შეჯახების დროს, დაახლოებით, 150-170 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.ინციდენტის შემდეგ, რომელიც აეროპორტში სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ფატალური ავარია იყო, ლაგუარდიას აეროპორტი დაიხურა და ორშაბათს, დღის 2:00 საათზე გაიხსნა.
1774343392
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაასრულებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ მტრულ ქმედებებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ომის დასრულების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის დაცვის "მისიის“ ფარგლებში, დახმარების გასაწევად ემზადება."ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ამის გავლენას გაზისა და ნავთობის ფასებზე, ჩვენს ბიზნესსა და საზოგადოებაზე", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ სავაჭრო სრუტე "კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ენერგომომარაგების ხაზებისთვის".
1774340178
ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.აღნიშნულ საქმეზე ხოშტარიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.
1774340103
ისრაელის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაღებულ ფოტოებზე, სამშაბათს დილით, თელავივზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგებია ასახული.ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, იერიშმა მინიმუმ ოთხი ადგილი დააზარალა და ექვსი ადამიანი დაშავდა.
1774338935
„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და პროტესტში მყოფ იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად.მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა – არ არსებობს არანაირი პრო,გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პოროორიენტაცია, არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1774338895
"8 დღე შესრულდა, რაც ჩვენი უწმინდესი ამ ქვეყნად აღარ არის და ღვთის წინაშე წარდგა. ყველამ კარგად დაინახა, თუ რამხელა სიყვარული გააჩნდა ერს მის მიმართ და ეს ყველაფერი უწმინდესმა თავისი სიყვარულის ასე უპირობო გაცემით დაიმსახურა. მამები უწყვეტ რეჟიმში აღასრულებენ პანაშვიდებს, მონაზვნები უწყვეტად კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვთ შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ," - აცხადებს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.მრევლი ტაძარში მიდის და ერთად ლოცულობს. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სიონის ტაძარი მოქალაქეებისთვის ყოველდღე, დილის 08:00-დან საღამოს 22:00-საათამდე ღიაა."ჩემთვის, ისე როგორც ყველა ქართველისთვის, ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი. იყო უდიდესი პიროვნება, რომელმაც მართლმადიდებელი სამყარო შეკრა ერთ მუჭად," - აცხადებს მრევლის ერთ-ერთი წევრი.
1774338662
"ჩვენ ვიხილეთ, ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო, როდესაც საქართველო გლოვობდა და ადამიანებისგან, რომლებსაც, რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან, ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი ვილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან. მათ რომ ჰკითხო, საქართველოზე ფიქრში უთენდებათ და უღამდებათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან, საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს, რა მოხდა საქართველოში. ასევე, ევროპაშიც ვიხილეთ ჩვენ სხვადასხვა ანგარიშის წარდგენა და ა.შ. სადაც კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე ამ მწუხარების ჟამს. ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში, როგორც გლოვის დღეებში, ისე გასვენების დღეს და გამოხატეს საკუთარი მწუხარება ამ დანაკარგთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცრემლები, დაჩოქილი დედები და "მადლობა" - ასე დახვდნენ სასულიერო პირები სიონის ტაძარში გადასვენების დროს კათოლიკოს-პატრიარქს
1774189940
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - ანზორ ჩუბინიძე ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე
1774027149
საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - სხდომის შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას, ფეხით მსვლელობით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
1773829362
ტრამპმა და პუტინმა ირანის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს - ABC NEWS
1773088415
ირანი ისრაელს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თავს დაესხა
1773146885