სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადმისტრაციულ ერთეულში, ოფეთის თემში 7კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის გზის საფარი ეწყობა. 

მიმდინარე პროექტი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. 

"ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გრუნტით დაფარული გზა წლებია, ამორტიზებულია. ეს სოფელი იყო ერთადერთი მიმართულება სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მძიმე მდგომარეობაში. ეს პროექტი იქნება შემკრები და ჩვენ უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრამდე მისასვლელი გზა გვექნება კეთილმოწყობილი. ადგილობრივების მდგომარეობას ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გაუადვილდებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის რეალიზება და კომფორტული გადაადგილება",-განაცხადა სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოფეთში  მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება და კმაყოფილები არიან.

,,ოფეთში საუკუნის პროექტს ვუწოდებთ ამ საქმეს. მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა გვარდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იფიქრა, იშრომა და ეს ოცნება რეალობად გვიქცია",-აცხადებს ადგილობრივი,  ლია გიგინეიშვილი.

ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ასფალტის საფარი იგება ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯიხაიშში მე-19 უბანზე და იანეთში_ 8, 10, 13 ქუჩაზე. 

ჯემალ ღამბაშიძე