გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.