ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, მეცხრე კლასის მოსწავლე, თაკო ჭანუყვაძე,  მოულოდნელად გარდაიცვალა.

"სსიპ ქალაქ ოზურგეთის N 4 საჯარო სკოლა დიდ მწუხარებაშია... რამდენიმე დღეა, ჩვენი პატარა ქალაქი შეაზანზარა თავზარდამცემმა ცნობამ- მოულოდნელად გარდაიცვალა თაკო ჭანუყვაძე, ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით, ნიჭიერებით, ხალისით, სიყვარულით, სიკეთით სავსე გოგონა, მეგობრების სული და გული, სკოლის გამორჩეული აღსაზრდელი, ქვეყნის მომავალი ღირსეული შვილი... სკოლის დირექცია და პედაგოგები თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს",-ვკითხულობთ ინფორმაციაში.