საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილემ სამართალდამცველზე ფიზიკურად იძალადა - მან პოლიციელს ხელი გაარტყა. 

აქციის მიმდინარეობისას, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. იქამდე, შეკრებილებს სურდათ, პარლამენტთან ავტომობილებით მისულიყვნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

„პოლიციის მიერ მოხდა გზის გადაკეტვა, რათა ფეხით გადაადგილება შეძლებოდათ, ამ ეტაპზე კი ითხოვენ, ავტოკოლონით შევიდნენ დაკეტილ გზაზე, ხალხთან ერთად, რაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია", - განმარტა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

 

მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ხვალ, 12:00 საათზე დაიწყებს - პრეზიდენტის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის გარეშე, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი 150 კანონმდებლის უფლებამოსილებას დაამტკიცებს.