ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"პოსტ ტივის" გვერდი აღარ იძებნება, "ქართული ოცნების "გვერდიც დაიჰაკა.
Anonymous welcome ♥️🙏🏻".
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"პოსტ ტივის" გვერდი აღარ იძებნება, "ქართული ოცნების "გვერდიც დაიჰაკა.
Anonymous welcome ♥️🙏🏻".
1774019162
21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ჩამოვა დელეგაცია ვატიკანიდან.ქვეყანაში გლოვის დღეებია დღეებია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774019099
"ყველაზე მთავარი არის, რომ შევასრულოთ მისი სურვილი და ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ეს არის მისი ანდერძი და ეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საოცარი ემოცია, რაც დღეს ყველას გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, მთელს ერს - გავერთიანდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველას გითხრათ, რომ დადექით ამ წვიმაში, დადექით ამ 4 საათიან რიგში, მობრძანდით და ახლა დაემშვიდობეთ პატრიარქს - დღეს და ხვალ, კვირას ეს არ გამოვა, ფიზიკურად ადგილი არ არის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774018996
"ეს დღეები გვიჩენს როგორ უყვარს ჩვენს ხალხს პატრიარქი. ის ნამდვილად ჩვენი გამაერთიანებელია და ნამდვილად ეპოქალური პიროვნებაა ეროვნული გმირების გვერდით. ყველა, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა, პატრიარქმა ღმერთთან მიიყვანა და ძალიან ბევრს მიიყვანს კიდევ. გააერთიანებს და გაამთლიანებს, ზეციდან შეგვეწევა", - აღნიშნა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774017072
"მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა", - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
1774015195
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
1774014181
უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა.ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მცხეთის მერის წარმომადგენელს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774011436
„ხევის მკაცრ მთებში, იქ, სადაც ჩვენი პატრიარქის ფესვებია, ეს ტკივილი განსაკუთრებით მძაფრია. უწმინდესი თითოეული ჩვენგანისთვის იყო და დარჩება უპირობო სიყვარულის, ურყევი რწმენისა და მამულის უანგარო მსახურების ცოცხალ მაგალითად. დღეს აქ ყველა ჭირისუფალია - მთამ და მისმა შვილებმა ყველაზე დიდი იმედი და დასაყრდენი დაკარგეს.უწმინდესის სულის საოხად, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლები სნოს ცას სევდიანად შეერწყა. ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია, სევდა კი - უსაზღვრო.ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, დედაეკლესიასა და თითოეულ ქართველს, რომელთა გულშიც პატრიარქის სახელი სიკეთესთან და სინათლესთან ასოცირდება. მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი ერის სულიერი მამის!“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გია გუჯარაიძემ.
1774009714
"სამგლოვიარო ცერემონია თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი დაადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოხატავს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის სურვილს, პირადად მიუსამძიმროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს იერარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს.პატრიარქ ბართლომეს თან ახლდება ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები. დაგეგმილია, რომ დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან," - წერია განცხადებაში.
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
1772969239
რამდენი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში - Reuters-მა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა
1773066727
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
1773063202
ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ირანთან ომი აშშ-ს პირველი 100 საათის განმავლობაში 3.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა
1772800135
ტრამპმა და პუტინმა ირანის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს - ABC NEWS
1773088415