საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები გვიან ღამით დატოვეს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სულ 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.