ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი. ინფორმაციას და ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი საპატრულო ეკიპაჟებს დროებით გადაკეტილი აქვთ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.