ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქში ავტომობილი შევარდა.
შემთხვევა მარი ბროსეს #1-ში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინა.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქში ავტომობილი შევარდა.
შემთხვევა მარი ბროსეს #1-ში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინა.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
1774186848
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვამდე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ისაუბრა ილია მეორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე სიონის საპატრიარქო ტაძრის მიმართ, სადაც მისი 49 წლიანი მოღვაწეობა დაიწყო და სადაც მისმა უწმინდესობამ თავად ინება, მოეპოვებინა უკანასკნელი განსასვენებელი.
1774185177
განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიარწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი", - განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს. პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი იქნება მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
1774184835
"სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ასევე თქვენი ლოცვით დაგვირგვინდა ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებით გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართმადიდებლული ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებნში დაკრძალავენ. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილ,ია მეორე, 93 წლის ასაკში, 17 მარტს აღესრულა.
1774184456
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი.განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49 წლიანი საპატრიარქო მოწამებრივი სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მთავარი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უდიდებულესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლი მუდამ სდევდა მისი უდიდებულესობის მოღვაწეობას და იმ წინდათა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრის, საპატრიარქოსადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით, ყველას გვინდა რაღაც ვთქვათ, ბოლოს გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა თქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ვერ შევასრულეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა", - განაცხადა მეუფე შიომ.
1774181741
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.იქამდე, სამების საკათედრო ტაძარში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, წესის აგების მსახურება აღავლინა. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები. მრევლს ჰქონდა საშუალება, ვიწრო დერეფნის მეშვეობით, უკანასკნელად მიახლებოდა პატრიარქის ცხედარს და მისთვის პატივი მიეგო.წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძართან დასრულდა.
1774177328
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი."განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა "პატრიარქის საქართველო", ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1774176682
სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
1774176589
ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ილია მეორის სიყვის ძალას, რომელიც მძიმე ჟამს ხალხის ნუგეშად იქცა, მისი ლოცვა კი - საქართველოს თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად."უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვნეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთობის განცდა. კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად - მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რამდენი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში - Reuters-მა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა
1773066727
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
1772969239
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
1773063202
აბუ-დაბის ინფორმაციით, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა
1773062376
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - ანზორ ჩუბინიძე ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე
1774027149