ქუთაისში მეშვიდე დღეა, 20 წლის გოგოს ეძებენ. როგორც ირკვევა, ნინიკო გიორგაძე სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
"დაიკარგა! ნინიკო გიორგაძე , 20 წლის . სახლიდან გავიდა 26 ივნისს , დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის, მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა.
გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 597334329", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფოტოს სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ.