აჭარაში, ციხის ძირში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს, -ამის შესახებ გამოცემა- "სფეის ნიუსი" წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი ტალღებმა გაიტაცა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
"რომ არა მაშველები, დიდი უბედურება დატრიალდებოდა... სასწაული ჩაიდინეს და ახალგაზრდა სიკვდილს გამოგლიჯეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განუცხადა "სფეის ნიუსს" თვითმხილველმა