საბერძნეთში 29 წლის ემიგრანტი, თამარ მენაბდიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში 29 წლის თამარ მენაბდიშვილი. გუშინ საქართველოდან მისი გაუბედურებული დედა ჩამოფრინდა ამწუთებში კი ეს შემზარავი ამბავი შემატყობინეს💔😪არ ვიცი გონებაზე თუ იყო და თუ მოასწრო მონატრებული დედის ჩახუტება და სითბო😪💔😪💔
ნაადრევად დაასრულა ემიგრაციაში სიცოცხლეე ჩვენმა მზე გოგომ.რომელიც მზეს ეძახდა შენ ჩადი და მე ამოვალო😭 ვაი შენს განადგურებულ დედას არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვები😭😭
რატომ რატომ რატომ???? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო.... 😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔💔💔💔💔
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… როგორ ენატრებოდი დედას.
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?
აღარ გვყავს ჩვენი თვალებბრიალა თამო ..😭💔😭💔😭💔😭💔😭
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.... უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 29 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
29 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა.... 💔💔💔 მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 29 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი"
განა ადვილია საკუთარი ხორცის ნაწილის, საკუთარი სისხლის დაკარგვა, გამიგონია ბრძენთაგან: „მშობელმკვდარი ბავშვისთვის კაცობრიობას „ობოლი“ შეურქმევია, მეუღლეგარდაცვლილისთვის - „ქვრივი“, მაგრამ შვილმკვდარი მშობლისთვის ჯერ კაცობრიობას სახელი არ შეურქმევია, იმდენად დიდია ამ კანონზომიერების რღვევის განაჩენი.“ მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მჯერა დედის ცრემლებზე ამოვა ბღუჯა-ბღუჯა იები და შენს საფლავს გულზე დაეფინება. სამოთხის წალკოტებით ნეტარება ამინ!😢😭😦😢😭😦😢😭💔💔💔💔💔💔💔💔 😪😪😪😪😪😪😪😪😓😓😓😓😢😢😢😭😭😭😭😦😦😦😦😦😦😦😦😦😦😦 ვაი სიშორევ ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა კლდეთ გადაგვაქცია სამძიმარს გითვლით ქართველი ერო საზღვრებს გარედან ემიგრაცია..! -,წერს სიხარულიძე.