სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება:

"აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს",- წერია განცხადებაში