ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,  21 წლის  მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო.

უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით,  ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და  თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა. 

"საშინელი ტრაგედია ტრიალებს, დედისერთაა",-ამბობენ ადგილობრივები.

ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია