სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა თოვლმა და სტიქიურმა მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა მაღალმთიან სოფლებში.

როგორც სამტრედიის მერიაში აცხადებენ,  პირველივე დღიდან დაიწყო თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა,  რთული რელიეფის გამო,  პროცესი გართულდა, რის გამოც დამატებითი ტექნიკა ჩაერთო.

მათივე ინფორმაციით,  ამ ეტაპზე პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია, გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება.

სტიქიის ზონაში იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

ადგილზე, უწყვეტ  რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.
მოსახლეობას უკვე გადაეცა ყველა აუცილებელი პროდუქტი და მედიკამენტი. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო ბუნებრივი აირის მაგისტრალზე ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა გრძელდება.
შესაბამისი სამსახურები კვლავ რჩებიან სტიქიის ზონაში, რათა ბოლომდე მოაგვარონ არსებული პრობლემები.