დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავდა  კიდევ ერთი  პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს  ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რა მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია.