დღეს, 18 სექტემბერს,  სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო წელი, განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ინგა ქარდავასთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

 

,,ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას გილოცავთ.

ბავშვების განათლება და განვითარება ბაღიდან იწყება - ვაშენებთ, ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რათა პატარებს და მათ აღმზრდელებს სათანადო გარემო შევუქმნათ. 

ამ დროისთვის მიმდინარეობს ოთხი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა.

დავიწყეთ ძველი სენაკის, ფოცხოსა და ლეძაძამეს საბავშვო ბაღების ახალი კორპუსების მშენებლობა; დასრულების ეტაპზეა მესამე ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი. 

მეოთხე ბაგა-ბაღში ასევე მოვაწყეთ სპორტული მოედანი.

  ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

განახლების ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. 

წარმატებულ, სიახლეებით აღსავსე, ნაყოფიერ სააღმზრდელო წელს გისურვებთ“, - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 900-მდე აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა.