სენაკში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ავრცელებს.
"სენაკში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. საგზაო სარკე, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, სილოვან შამათავას ქუჩაზე არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ გამავალი გზის მონაკვეთზე, საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დროული იდენტიფიცირების, ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, 26 აგვისტოს დამონტაჟდა, ჩამსხვრეულია.
ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გარკვეული პირები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოსდა სარკე ჩვენი სამსახურის მიერ იქნა აღებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, სარკის დამონტაჟებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, დამონტაჟდა ბოძი, რომელზეც უნდა განთავსებულიყო საგზაო სარკე, თუმცა ერთ-ერთმა პირმა თვითნებურად განათავსა საგზაო ნიშანი. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რას ემსახურებოდა მისი ეს ქმედება, როცა მუნიციპალურ აიპს შეძენილი ჰქონდა საგზაო ნიშანი და აწარმოებდა მისი მოწყობის სამუშაოებს!საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, მალევე მოხდა უკანონო სარკის დემონტაჟი და მის ადგილას განთავსდა ახალი სარკე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა",- აღნიშნულია განცხადებაში.