საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ.

დეპუტატებმა განახლებული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბენეფიციარებს -  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს - საჩუქრები გადასცეს. 

დღის ცენტრში ორმოცდაათამდე სპეციალური მზრუნველობის  საჭიროების მქონე ბავშვი გადის სასწავლო და სოციალური განვითარების პროგრამებს. ცენტრში შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რათა ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და საჭირო მომსახურება. 

საკანონმდებლო ორგანო ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას  მომავალშიც გააგრძელებს.