ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქცია ისევ ერთმანეთზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ადგილზე სააკაშვილის ბანერებით მივიდა.
ჯერ გაღიზიანდნენ "ფედერალისტები", უფრო კონკრეტულად კი თენგო კირთაძე, რომელიც ირაკლი ფავლენიშვილს დაუპირისპირდა.
ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და მოთხოვნა ბანერების გატანასთან დაკავშირებით, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაშიც მოგვიანებით უკვე აქციის სხვა მონაწილეებიც ჩაერთნენ.
