მამუკა მდინარაძე: გლობალურ პროცესებში საქართველომ საკუთარი ადგილი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა
1739973480
„კონკრეტული პროგნოზების
გაკეთება უდიდესი შეცდომა
იქნება და თქმა იმისა, რომ
რაღაცას გადაინაწილებენ,
როგორც ეს ხდება ხოლმე
სამოქალაქო,
საყოფაცხოვრებო დონეზე.
ხშირად მოგვისმენია
საუბრები, მაგრამ ამ
საუბრების დონეზე არ რჩება
დიდი გადაწყვეტილებები.
გლობალურ პოლიტიკაში დიდი
აქტორები ასე ჭორის დონეზე
არ იღებენ ხოლმე
გადაწყვეტილებას, როგორც
ამას ხშირად ჩვენი
ოპონენტები გვთავაზობენ.
მათ ქართული ტელევიზიები
საჭორაო მოედნად გახადეს,
კრიტიკულ მედიას რომ
ეძახიან და სინამდვილეში
აგენტურის მედიას
წარმოადგენენ.სინამდვილეში
ხდება ძალიან დიდი
გლობალური პროცესები,
რომელშიც საქართველომ
საკუთარი ადგილი
დამოუკიდებლობის მაღალი
ხარისხის ფონზე იპოვა, ეს
არის მთავარი. როგორი
მიმართულებითაც არ უნდა
განვითარდეს მოვლენები,
გადარჩენის ერთადერთი
გზაა, დამოუკიდებლობის,
სუვერენიტეტის ხარისხი
იმდენად გააძლიერო, რომ ამ
დიდ მოლაპარაკებებში შენ
გარეშე გადაწყვეტილების
მიღება ვერ შეძლონ. დღეს ამ
გამოწვევების წინაშე დგას
ევროპული ბიუროკრატია,
ევროკავშირი და თავად
ევროპა. კეთდება
განცხადებები, რომ
უკრაინის ომთან
დაკავშირებულ საკითხში
იქნებ უკრაინაც იყოს
ჩართული. სამწუხაროდ,
სახვეწარი რა გაუხდათ,
ნახეთ? რომ უკრაინამ იქნება
მონაწილეობა მიიღოს იმ
გადაწყვეტილების
მიღებაში, რომელიც მას
შეეხება. ახლა დადგა ეს
საკითხი დღის წესრიგში,
ხომ?!“ – განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.მისი თქმით,
„ნაციონალური მოძრაობა“
თავიანთ შემკვეთებსა და
პატრონებზე დამოკიდებულ
აგენტურას
წარმოადგენდა.„რამდენი
ხნის წინ ვსაუბრობდით ჩვენ,
რომ საქართველოში
გადაწყვეტილებები ვერ
მიიღება ქართველების
გარეშე. ჩვენ სწორად
განვსაზღვრეთ მთავარი
პრიორიტეტი, რაც ამ ქვეყნის
გადარჩენას და, რა თქმა
უნდა, კეთილდღეობას,
განვითარებას
მოემსახურებოდა. ჩვენ
შესახებ გადაწყვეტილებები
ჩვენ გარეშე ვერავინ
ვერასდროს უნდა მიიღოს.
ჩვენ ვიცით პერიოდი, გარდა
იმისა, რომ მკვლელობა,
წამება და გაუპატიურება
მთავარი ნიშა იყო
„ნაცმოძრაობის“, რაც ასე
ხელისგულზე თითქოს ყველა
მოქალაქისთვის არ ჩანდა,
იყო, რომ ისინი თავად
გადაწყვეტილებებს ვერ
იღებდნენ. უბრალოდ,
გადაწყვეტილებას რას
მიიღებდნენ, იცით? ვინ სად
მოეკლათ და დაესაჯათ.
ამაშიც კი ჩარეულები
იყვნენ მათი პატრონები. რა
დონეზე მიეშვათ ამ
მიმართულებით და თითქმის
ბოლომდე მიუშვეს, ხომ?!
გლობალურ კი არა,
ელემენტარულ საკადრო
გადაწყვეტილებებსაც კი
ცოტა მაღალ დონეზე ვერ
იღებდნენ თავიანთი
პატრონების გარეშე.
დავალებებით
მოქმედებდნენ.როგორც
იტყვიან, როცა ურემი
გადატრიალდა და გზა
გამოჩნდა, მერე კიდევ უფრო
კარგად ვნახეთ და შევხედეთ,
ამ გზაზე რა ხდებოდა. ისინი
იყვნენ აბსოლუტურად
დამოკიდებულები თავიანთ
შემკვეთებზე, პატრონებზე,
დამფინანსებლებზე და
წარმოადგენენ აგენტურას.
აგენტურა, რომელსაც არ
შესწევდა ძალა,
შეწინააღმდეგებოდა
პატრონს. დღეს ჩვენი
გადარჩენის მთავარი
გასაღები, რეცეპტი არის
საქართველოს
დამოუკიდებლობის ის
ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენ,
ყველანი ვემსახურებით ამ
დამოუკიდებლობის და
სუვერენიტეტის ხარისხის
გაძლიერებას, რათა
საქართველო თავისთან
დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებში იყოს
მთავარი აქტორი. ეს არის
ოქროს გასაღები ამ დიდ,
გლობალურ, ამ ეტაპზე
დიდწილად გაურკვეველ
პოლიტიკაში“, – განაცხადა
მამუკა მდინარაძემ.