ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე და 8 მილიონ ლარამდე ჯარიმაზე.