თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად.

კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.