ოზურგეთში მდინარე ნატანებში ქალის ცხედარი იპოვეს. mpress.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 80 წლამდე ასაკისაა.
"სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა. ოჯახი ორი დღე ეძებდა",- განუცხადა სააგენენტოს წყარომ.
სხვა დეტალები უცნობია.
ოზურგეთში მდინარე ნატანებში ქალის ცხედარი იპოვეს. mpress.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 80 წლამდე ასაკისაა.
"სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა. ოჯახი ორი დღე ეძებდა",- განუცხადა სააგენენტოს წყარომ.
სხვა დეტალები უცნობია.
1765977070
1 იანვრიდან მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც სამართალდარღვევა 16 დეკემბრამდე ჩაიდინა, თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება ან მძიმედ დაშავება მოჰყვა.შეღავათი არ არის გათვალისწინებული არც მძიმე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
1765973301
"ჩვენ დავკარგეთ შვილები ქართული ოჯახებიდან, ასე რომ საკმაოდ მძლავრად ვიყავით წარმოდგენილი ნებისმიერ ოპერაციაში, რომელსაც ნატო ატარებს. ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და თუკი სტანდარტს ვიცავთ, თუკი ჩართული ვართ იმ ოპერაციებში, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო კრიმინალთან თუ ტერორიზმთან ბრძოლა, რასაკვირველია, ეს საერთაშორისო ინტერესის გარდა, ქართულ ინტერესებსაც შეესაბამება. ასე რომ ნატოს წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი იქნება ეს კარი ღია თუ დაიხურება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი საგარეო კურსის მიმართულება გავაგრძელოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება დაცული ქვეყანა, მათ შორის მძლავრი პოლიტიკური ალიანსის მხრიდან," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
1765972986
ღაზას სექტორში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები აჩვენებს, რომ დატბორილია კარვები, ქუჩები, მაღაზიები და საავადმყოფოებიც კი.ჰამასის მიერ კონტროლირებადი პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო იტყობინება, რომ გასულ კვირას, შტორმის დაწყებიდან სულ მცირე 15 ნაწილობრივ დაზიანებული სახლი ჩამოინგრა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.გაეროს ცნობით, ღაზაში საცხოვრებელი შენობების დაახლოებით 92%-ი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებულია, რაც შეშფოთებას იწვევს ახალი შენობების შესაძლო ჩამონგრევის შესახებ, რადგან ძლიერი წვიმები და ქარი გრძელდება.
1765969392
საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1765969331
"ეს იყო ფარსი, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა, ორჯერ 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება. ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1765969287
"ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? თავად აქვთ რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა. კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ რომ მოგვიწოდებენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო. გადახედეთ ბოლო წლების სტატისტიკას - რა ეკონომიკური ბრუნვა აქვთ რუსეთთან მიმართებაში. სულელები ხომ არ ვართ? თურმე ჩვენ თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ამით რუსეთის ეკონომიკას დავანგრევთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამით დავანგრევთ საკუთარ ქვეყანას ეკონომიკას, დავაზიანებთ ქართველ, მშრომელ ხალხს. რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამ დროს თავად დღესაც აგრძელებენ ვაჭრობას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
1765965604
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კი დოკუმენტიდან საქართველოს შესახებ დაწერილ პუნქტებს ავრცელებს:"124. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.125. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება.126. საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს.127. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.128. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად.129. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.130. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.131. საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს", - წერია დოკუმენტში.
1765963257
"ის არ ნანობს იმას, რაც გააკეთა. მან თქვა, რომ ამას ისევ გააკეთებდა. მაგრამ ტკივილმა მასზე გავლენა მოახდინა. ის თავს კარგად არ გრძნობს, ტყვიებით არის დაცხრილული. ჩვენი გმირი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის", - განაცხადა ალ-აჰმედის ადვოკატმა.აჰმედ ალ-აჰმედს, მარცხენა ხელზე დაახლოებით ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, ასევე ერთი ჭრილობა მარცხენა მხრზე აქვს.ავსტრალიაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 წლის ბავშვია. 24 ადამიანი საავადმყოფოში რჩება: სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხუთი კი - კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
1765700238
მამაკაცი, რომელმაც ავსტრალიაში შეიარაღებული თავდამსხმელი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედია - ის ორი შვილის მამაა
1765726493
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
1765824972
სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
1765710271
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ მხოლოდ კეთილი მიზნები გამოძრავებს და შენ არ ხარ დაკავებული პოლიტიკური მიზნების განხორციელებით, იყავი ღია
1765547402