ტრაგედია  მოხდა თბილისში.  არსებული ინფორმაციით, სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს,  2 მუშა დაიღუპა. 

 როგორც  ირკვევა, დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამუშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.