გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახრისში, უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია.

ადგილობრივების თქმით,  ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.