ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და სოფო ანდღულაძე ავრცელებს.
დავით ანდღულაძე ავტოსაგზა შემთხვევის დროს მიღებულ უმძიმეს დაზიანებებს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. ის მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც იგი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. გერმანიაში მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც მძიმე იყო, ის საწოლს იყო მიჯაჭვული.
2020 წლის 22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა. ველოსიპედს დავით ანდღულაძე მართავდა.
"ამბები.ჯი"