სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა - ამ წუთებში ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
სხვა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.
სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა - ამ წუთებში ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
სხვა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.
1774017072
"მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა", - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
1774015195
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
1774014181
უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა.ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მცხეთის მერის წარმომადგენელს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774011436
„ხევის მკაცრ მთებში, იქ, სადაც ჩვენი პატრიარქის ფესვებია, ეს ტკივილი განსაკუთრებით მძაფრია. უწმინდესი თითოეული ჩვენგანისთვის იყო და დარჩება უპირობო სიყვარულის, ურყევი რწმენისა და მამულის უანგარო მსახურების ცოცხალ მაგალითად. დღეს აქ ყველა ჭირისუფალია - მთამ და მისმა შვილებმა ყველაზე დიდი იმედი და დასაყრდენი დაკარგეს.უწმინდესის სულის საოხად, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლები სნოს ცას სევდიანად შეერწყა. ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია, სევდა კი - უსაზღვრო.ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, დედაეკლესიასა და თითოეულ ქართველს, რომელთა გულშიც პატრიარქის სახელი სიკეთესთან და სინათლესთან ასოცირდება. მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი ერის სულიერი მამის!“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გია გუჯარაიძემ.
1774009714
"სამგლოვიარო ცერემონია თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი დაადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოხატავს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის სურვილს, პირადად მიუსამძიმროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს იერარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს.პატრიარქ ბართლომეს თან ახლდება ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები. დაგეგმილია, რომ დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან," - წერია განცხადებაში.
1774007448
მათთვის, ვისაც ილია II-ისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. პატრიარქს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.
1774007388
ირანის, ჰორმოზგანის პროვინციის, ბანდარ ლენგეს გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქის პორტზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ 16 სამოქალაქო და კომერციულ გემს ცეცხლი გაუჩნდა.ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, პარასკევს, ამ ტერიტორიაზე საჰაერო იერიშის გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.როგორც CNN-ი წერს, საჰაერო დარტყმების გაცვლა ნოვრუზის, ანუ სპარსული ახალი წლის დროს ხდება, რომელიც, როგორც წესი, ოჯახური შეკრებების, განახლების და ახალი დასაწყისის დაპირების დროა. თუმცა, წელს ის ომითა და კონფლიქტით ხასიათდება.
1774006227
"სამძიმარი მინდა გამოვთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დღეს იგეგმება მეტროს მუშაობის გახანგრძლივება, ასევე - მიკროავტობუსების და ავტობუსების, მომსახურება კი იქნება უფასო შაბათ-კვირას," - აცხადებს მერაბ მამულაშვილი.
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
1772969239
რამდენი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში - Reuters-მა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა
1773066727
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
1773063202
ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ირანთან ომი აშშ-ს პირველი 100 საათის განმავლობაში 3.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა
1772800135
ტრამპი ამბობს, რომ ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი მისი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"
1772984345