ცნობილი ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, პაატა შავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"სულმნათმა ბებიაჩემმა სიკვდილის წინ დამიბარა..."ვირისგან წიხლი რა თქმა უნდა საწყენი არააო, მაგრამ ჯობია ზოგადად ვირებს მოერიდოო" ...
არ მრცხვენია ერთი წამითაც , რომ ლევან მურუსიძე მიყვარს და ჩემი უძვირფასესი მეგობარი და კოლეგაა! ლევან მურუსიძე არის ლიდერი ღირსეული ქართველი იურისტებისა და ის არის უპირველეს ყოვლისა ვაჟკაცობისა და კაცობის, გაუტეხლობისა და ზედმიწევნით მებრძოლი სულისკვეთების მქონე, ადამიანურობის ეტალონი ! ზოგიერთმა ჩემმა ვაი კოლეგამ დაიწყო ამ თემასთან დაკავშირებით ჩემზე ენის მოჩლექვა, ჰგონიათ ახლა, რომ გამოვეკიდები რომელიმე მათგანის ბოდვებს და მათ დონეზე დავიტან თავს! არა, ჩემო კარგებო, ვერ გასიამოვნებთ ამით! თუ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია, წარმოადგენენ კლანს, მაშინ მეც ამაყი ვარ იმით, რომ თხემით ტერფამდე ამ კლანის წევრად ვითვლები! ადამიანები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს კლანურობის მნიშვნელობა,და გუნდს უწოდებენ კლანს, ერთი წამითაც არ და ვერ დაგვახევინებენ უკან იმ დიადი მიზნისაკენ სავალ გზაზე, რასაც ქვია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური მართლმსაჯულების შექმნა და დამკვიდრება! ამაყი ვარ რომ საუკეთესო შედეგების მქონე ვარ როგორც ადვოკატი და არ გადის კვირა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისა თუ მათი ოჯახების გულები არ გავახარო გამამართლებელი განაჩენებით, და ამ ყველაფერს მე, ჩემი სადღეღამისო დაუღალავი შრომით ვაღწევ! ეს არაერთხელ,,არაერთ მოსამართლეს აღუნიშნავს უშუალოდ პროცესზეც.
დღე და ღამ სამსახურში ვარ, ასეთი რეჟიმით მიწევს მუშაობა ყოველდღე, შაბათ-კვირისა და შვებულებების გარეშე! სახლში საერთოდ ვერ მივდივარ და სულ 3 საათს მძინავს. ხელმოცარულებს ვურჩევდი, მეტი იმუშაონ საკუთარ თავებზე, მეტი წაიკითხონ, მეტი განათლება მიიღონ, სხვის განკითხვაზე ადრე საკუთარი კრიმინალური წარსული განიკითხონ, ზოგიერთ ყოფილ თუ მოქმედ მოსამართლეს და ციხეში სამართლიანად ნაჯდომ ადვოკატებსაც ეხებათ ეს......
მხოლოდ გასართობია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თავისუფალ დროს თქვენი "ზნეობისაგან მშიერი", უბადრუკი სულებიდან ამოსული ღმუილის ხმა",-წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.