რუსთავში, ერთ-ერთი სასტუმროდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
გამოცემა "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი, აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
როგორც ცნობილია, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.