გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებული სამი პირი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
