მეცნიერებმა ანტარქტიდის წყლებში დაახლოებით 30 აქამდე უცნობი, ზღვის სახეობა აღმოაჩინეს. აღმოჩენებს შორისაა მტაცებელი ღრუბელი Chondrocladia, რომელსაც, საცეცებით მსხვერპლის დაჭერის უნარის გამო, მეტსახელად "სიკვდილის ბურთს" უწოდებენ, და "ჯავშნიანები" Eulagisca-ს ჭიები მკვრივი, დამცავი ფირფიტებით.

მკვლევრებმა, ასევე აღმოაჩინეს ზღვის ვარსკვლავის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების ახალი სახეობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია "ზომბი ჭიებზე" Osedax-ზე, რომლებიც საკუთარ სხეულში არსებული ბაქტერიების გამოყენებით, მკვდარი ვეშაპების ძვლებით იკვებებიან.

ექსპერტების განმარტებით, ეს უნიკალური აღმოჩენები ხელს შეუწყობს, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ეგუება სიცოცხლე სიცივისა და წნევის ექსტრემალურ პირობებს.