ანტალიის გრანდ სლემზე დასრულდა ასპარეზობა 73 კგ წონით კატეგორიაში.
 

73 კგ წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტებს ლუკა კაპანაძე წარადგენდა. მან პირველ წრეში ალბანელი ინგირტ კულჰაი დაამარცხა ვაზარით, მეორე წრეში იპონით მოუგო ირლანდილე ჯოშუა გრინს, მესამე წრეში კი ოქროს დროში ვაზარით ვაზარზე გადასულმა იპონით წააგო მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერთან, მონღოლ ცოგბაატარ ცენდ-ოჩირთან.

მონღოლი ძიუდოისტი ფინალამდე მივიდა, იქ კი იტალიელ ლომბარდოსთან თავდაცვის დროს თავით სახიფათო მოძრაობის გამო ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს.

ამავე წონაში ბერძენი მიხელ ჩუთლაშვილი კუვეიტელ ჰადი ალაზმისთან გამარჯვების შემდეგ მოლდოველ ადილ ოსმანოვთან შიდოებით დამარცხდა.

1. მანუელ ლომბარდო, იალია
2. ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი, მინღოლეთი
3. ვლადის კაზიმიროვი, უკრაინა
3. ჰიდაიატ ჰეიდაროვი, აზერბაიჯანი