ნიუ-დელიში ფიდე გრან-პრის მესამე ეტაპის მონაწილეებმა დაასრულეს ასპარეზობა.
 

ბოლო ტურში ნანა ძაგნიძემ ინდოელი რამეშბაბუ ვაიშალი დაამარცხა, ნინო ბაციაშვილი კი ყაიმზე შეუთანხმდა ჩინელ ჟინერ ჟუს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბიბისარა ასაუბაევა - კატერინა ლაგნო 0.5:0.5
ალექსანდრა გორიაჩკინა - ჰამპი კონერუ 0.5:0.5
ჰარიკა დრონავალი - პოლინა შუვალოვა 0:1

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1-3. ბიბისარა ასაუბაევა - 6 ქულა,  ფულადი პრიზი 12 333 დოლარი
1-3. ალექსანდრა გორიაჩკინა - 6 ქულა, ფულადი პრიზი 12 333 დოლარი
1-3. ჯინერ ჟუ - 6 ქულა, ფულადი პრიზი 12 333 დოლარი
4-5. კატერინა ლაგნო - 5 ქულა, ფულადი პრიზი 7375 დოლარი
4-5. პოლინა შუვალოვა - 5 ქულა, ფულადი პრიზი 7375 დოლარი
6. ჰამპი კონერუ - 4.5 ქულა, ფულადი პრიზი 5750დოლარი
7-9. ნინო ბაციაშვილი - 3.5 ქულა, ფულადი პრიზი 4500 დოლარი 
7-9. ჰარიკა დრონავალი - 3.5 ქულა, ფულადი პრიზი 4500 დოლარი
7-9. ნანა ძაგნიძე - 3.5 ქულა, ფულადი პრიზი 4500 დოლარი
10. რამეშბაბუ დრონავალი 2 ქულა, ფულადი პრიზი 3500 დოლარი

სამი ეტაპის შემდეგ დაწინაურდნენ:

1. ჯინერ ჟუ 308.3 ქულა  
2. ალექსანდრა გორიაჩკინა 263.3 ქულა  
3. ალექსანდრა კოსტენიუკი 250 ქულა  
4. კატერინა ლაგნო 245 ქულა 
5. ჰამპი კონერუ 200 ქულა  
6. ბიბისარა ასაუბაევა 163.3 ქულა  
7. ნანა ძაგნიძე 160 ქულა  
8. ჟანსაია აბდუმალიკი 145 ქულა
9. ჰარიკა დრონავალი 140 ქულა  
10. ტან ჟუნი 125 ქულა  
11. პოლინა შუვალოვა 95 ქულა
12. ელიზაბეტ პეტცი 95 ქულა
13. რამეშბაბუ ვაიშალი 90 ქულა 
14. დინარა ვაგნერი 70 ქულა
15. ალინა კაშლინსკაია 60 ქულა 
16. ნინო ბაციაშვილი 50 ქულა
17. მარია მუზიჩუკი 40 ქულა
18. ანა მუზიჩუკი 20 ქულა

ბოლო, მესამე ეტაპზე, რომელიც პოლონეთში გაიმართება,  ჯინერ ჟუ აღარ იასპარეზებს, რადგან მან სამ ეტაპზე უკვე მიიღო მონაწილეობა, ჟანსაი აბდუმალიკმა და ელიზაბეტ პეტცმა ორ-ორ ეტაპზე იასპარეზეს, მესამე, ნიუ-დელის ეტაპზე მონაწილეობაზე კი უარი განაცხადეს. პოლონეთში აგრეთვე არ იასპარეზებენ ჰამპი კონერი, რამეშბაბუ ვაიშალი და ნინო ბაციაშვილი, რადგან ისინი გრან-პრის ეტაპების ძირითად მონაწილეთა შორის არ ყოფილან.

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებას ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს