საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა "ევრობასკეტზე" კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ მატჩში ბოსნიას დაუპირისპირდება.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.

"ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.