მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.
დღეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებულ მატჩებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ძალიან ცოტა დრო გვაქვს გუნდის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, მეტი დრო რომ გვქონდეს, შეგვეძლებოდა სხვადასხვა საკითხზე მუშაობა, განსაკუთრებით ტაქტიკაზე, როდესაც ყოველთვის რთულია ასეთი მომზადების პირობებში. თითოეულ მატჩს თავისი ისტორია აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი ისტორია საქართველოსთვის განსაკუთრებული იყოს", - განაცხადა ვილი სანიოლმა.