დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც ომამდე არსებული შესაძლებლობების დაახლოებით ნახევარია - Bloomberg

1794402584

Reuters: იტალიაში, ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, 300 სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა

1794402537

"ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ" - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში მიემგზავრებიან, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ჩართვაზე პუტინის თანხმობა მოიპოვონ

1794402496

საფრანგეთი შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაზე ზეწოლას ახდენს, რადგან შიშობს, რომ გერმანული რაკეტების საპასუხოდ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - Financial Times

1794398495

დავით მათიკაშვილი: ხელისუფლებას გააჩნია განსაკუთრებული და გამორჩეული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, თუ რომელიმე მეუფეს აინტერესებს კონკრეტული საკითხი, დიალოგისთვის, საკითხის დეტალებში გარკვევისთვის ყოველთვის მზად ვართ

1794394403

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

15 ნოემბერს სამებაში საყოველთაო ნათლობა გაიმართება

1794392712

"ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

1794208999

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მუშაობა აღდგა p

1793782164

დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობდა.

მეტროსადგური "სარაჯიშვილი" ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით მგზავრებს ვერ ემსახურება

1793772914

უწყების ცნობით, დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს და სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას."მეტროსადგური ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - განაცხადეს კომპანიაში.

სამართალი

მსოფლიო

სპორტი

ყველა სიახლე
მედია: ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა თვითმფრინავები ბრიტანეთში მდებარე მეორე სამხედრო-საჰაერო ბაზიდანაც გაიყვანა

1794301595

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის ამ დრომდე განხილვის საგანია თუ რა სახის საფრთხის წინაშე იდგა RAF Mildenhall-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა RAF Mildenhall-ისა და RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და საფრთხის დონე FPCON Charlie-მდე გაზარდა, რაც საფრთხის სიმაღლით მეორე დონეა. ეს დონე ცხადდება მაშინ, როდესაც სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმის რომელიმე ფორმა."ჩვენ, როგორც წესი, სხვა ქვეყნების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თვითმფრინავები და სხვა სამხედრო რესურსები ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე რეგულარულად გადაადგილდებიან", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა მედიას სამხედრო ავიაციის გადაადგილების შესახებ დეტალების მიწოდებაზე უარი უთხრა. თუმცა, აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები სხვადასხვა მიზეზის გამო რეგულარულად გადაადგილდებიან სამხედრო ბაზებსა და ოპერირების ადგილებს შორის.

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის 7 წლიან ბიუჯეტს დაბლოკავს, თუ წევრი ქვეყნები უკრაინის დაფინანსების ვალდებულებას არ აიღებენ - Financial Times

1794301132

აღსანიშნავია, რომ უკრაინას მომდევნო წელს 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტი ემუქრება."ყველას, გამონაკლისის გარეშე, კოლექტიური ვალდებულებაა, რომ სამართლიანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში. ეს ამ საკითხის მოგვარებისა და ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით კი ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მერცი.მედიის ინფორმაციით, ეს ულტიმატუმი ევროკავშირის ლიდერების დუბლინში დაგეგმილ შეხვედრამდე გაკეთდა. შეხვედრა ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. მერცი მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის საკითხი აუცილებლად გადაწყდეს.გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, კიევი აცხადებს, რომ მომავალ წელს დამატებით 70 მილიარდი ევროს დაფინანსება დასჭირდება. უკრაინის მოკავშირეებიც აღიარებენ, რომ ასეთი ფინანსური დეფიციტი არსებობს.

ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ საბჭოთა მიდგომას ყველა არ იზიარებს - შალვა პაპუაშვილი

1794300125

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მათ შორის, მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ თუ ენერგო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ჩეხეთის შემთხვევაშიც. ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით. სულ ახლახან, ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შუა დერეფნის, საქართველოს გავლით ჩავა საბოლოო ჯამში ჩეხეთში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება ახლო და მეგობრული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველას ვაჩვენებთ საიმედო პარტნიორობას და ამ მხრივ გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.ამ შეხვედრების ფონზე, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე გვეწვევა საქართველოში და გვექნება შესაძლებლობა უკვე საქართველოში გავაგრძელოთ ცვენი საუბარი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა"

1794297364

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ფაქტები დაამახინჯოს და ფაქტზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ცენზურად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს."ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა, ვინაიდან პარტიული დანაყოფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ამ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მათი შესრულება უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა.ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გვესმის შეფასებები, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლა იყოს. თურმე საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები.ფაქტი ერთია, ხოლო რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა - მეორე. ამას კი ისევ და ისევ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ. მათ, ფაქტობრივად, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია, სადაც მათ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰყავთ ჩამოყალიბებული და სადაც, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა ცვიოდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეს წარმოსახვითი სამყარო საზოგადოებას არსებულ რეალობად შესთავაზონ", - განაცხადა გორდულაძემ.

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

1794297253

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია."ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

თორნიკე ჭეიშვილი: "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე არაფრად მიაჩნდა, ეს მათი ხელწერაა

1794297195

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია."ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.