2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.5% და 9.9% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 52%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42,3 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.