აშშ-ში, ფლორიდის შტატში ნავის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია.

აფეთქება საკურორტო ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქების დროს გემზე 13 ადამიანი იმყოფებოდა.

ფორტ-ლოდერდეილის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა აფეთქების შემდეგ 11 ადამიანი, რომელთაგან ორი ბავშვი იყო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნავზე ძაღლიც იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადაარჩინეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპიკერის განცხადებით, ნავი გაჩერებული იყო და როდესაც მძღოლმა ძრავა დაქოქა და ნაპირისკენ აპირებდა წასვლას, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. ფაქტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.