ქართულ ლარს 30 წელი შეუსრულდა. 

თარიღთან დაკავშირებით,  თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

"ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" - ამ სახელწოდების ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დირექტორები, ფინანსური სექტორისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან.

 

იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია საკოლექციო მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, ასევე, სპეციალური ბანკნოტისა და მარკის გამოშვება.