ნიგერიის ქალაქ მოკვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 200-მდე გაიზარდა. კიდევ 500 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა კიმბოკუმ BBC-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეჩერდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯერა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვის.
მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც 60 წლის განმავლობაში ნიგერიის ამ მხარეში ყველაზე მასშტაბური იყო, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მოკვას რაიონის ხელმძღვანელის, მუჰამადუ ალიუმის განცხადებით, დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება მიწაში ჩამარხული გვამების სამძებრო სამუშაოებს მალე დაიწყებს.