აბუ-დაბის ხელისუფლების განცხადებით, ჩაჭრილი ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
აბუ-დაბის მთავრობის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, ნამსხვრევები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთავარ - სვეიჰანის ქუჩაზე ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, ორი დაღუპულის გარდა, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
ხელისუფლებამ ირანული რაკეტებისა და დრონების ჩაჭრის შესახებ დღეს დილით განაცხადა. როგორც CNN-ი წერს, მათ თანამშრომლებს, რომლებიც აბუ-დაბიში იმყოფებიან, მთელი ღამის განმავლობაში ხმამაღალი აფეთქებების ხმა ესმოდათ.
