პენტაგონი ირანზე „საბოლოო დარტყმის“ სამხედრო ვარიანტებს ამუშავებს, რაც შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ჯარების გამოყენებას და მასშტაბურ დაბომბვას - წერს გამოცემა axios-ი წყაროებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, თუ დიპლომატიური მოლაპარაკებები ვერ წარიმართება და თუ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, მკვეთრი სამხედრო ესკალაციის ალბათობა გაიზრდება.

როგორც axios-ი წერს, ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, ძალის დამანგრეველი დემონსტრირება სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო მეტ ბერკეტს შექმნის. ან, უბრალოდ, ტრამპს საბაბს მისცემს, რომ ამაზე მიუთითოს და გამარჯვება გამოაცხადოს.