პენტაგონი განიხილავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანოს, რადგან ირანთან ომში შეერთებული შტატების ყველაზე კრიტიკული საბრძოლო მარაგები იწურება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემას წყაროებმა განუმარტეს, რომ საუბარია საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის იყო შეძენილი.
