ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებით, მოთამაშემ ოფიციალურ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, ისარგებლა თუ არა ვინმემ აშშ-ის ოპერაციის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციით.
BBC-ის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის პლატფორმა Polymarket-ზე ფსონები იდებოდა, რომ ნიკოლას მადურო იანვრის ბოლომდე ხელისუფლებას დატოვებდა. შაბათს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის ლიდერის დატყვევების შესახებ გამოაცხადებდა, ფსონები გაიზარდა.
ერთმა ანგარიშმა, რომელიც პლატფორმას გასულ თვეში შეუერთდა და ოთხი პოზიცია გახსნა, რომელიც ყველა ვენესუელაზე იყო, 32 537 აშშ დოლარის ფსონზე 436 000 აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
მედიის ცნობით, გაურკვეველია ვინ დადო ფსონი. ანონიმურ ანგარიშს ჰქონდა ბლოკჩეინის იდენტიფიკატორი, რომელიც ასოებისა და ციფრებისგან შედგებოდა.
Polymarket-ის მონაცემები აჩვენებს, რომ პარასკევს, 2 იანვარს, შუადღისას, ტრეიდერები მადუროს გადადგომას მხოლოდ 6.5%-ად აფასებდნენ.
თუმცა, შუაღამისას მათი შეფასება 11%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა 3 იანვრის გამთენიისას, რაც მიუთითებს განწყობის უეცარ ცვლილებაზე, სანამ ტრამპი Truth Social-ზე გამოაქვეყნებდა პოსტს, რომ მადურო აშშ-ში, პატიმრობაში იმყოფებოდა.
