ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს NATO-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე.

"ეჭვი მეპარება, რომ NATO ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს. ჩვენ ყოველთვის NATO-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.