აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CNBC-ს განუცხადა, რომ თეთრ სახლს შეუძლია, ირანთან შეთანხმებას დღეს ან ხვალ მიაღწიოს, რაც ჰორმუზის სრუტეს გახსნის და ამ კონფლიქტის ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მიანიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლოა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების განახლების განმეორებითი მუქარის გამო მოხდეს.
მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, რადგან „ირანის საჰაერო ძალები, მათი საზღვაო ფლოტი და რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილიც განადგურებულია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი რაკეტების წარმოების შესაძლებლობაც განადგურებულია.“
ბესენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სრუტეში გავლა თავისუფალი იქნება და ამის შემდეგ ენერგიის წყაროებზე ფასების სტაბილიზაციას ელოდა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდებოდა, თუმცა თეირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ არანაირი განხილვა არ იგეგმება. ტრამპის თქმით, მომავალი შეთანხმება ჰორმუზის სრუტის საკითხს და ირანის საბოლოო ბირთვულ განიარაღებას შეეხება.
