აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონი, ნიუ-იორკის შტატში, ჩაპაკუაში, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე დახურულ კარს მიღმა ჩვენება დღეს უნდა მისცეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედმა კომიტეტმა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი, მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავესთან მათი კავშირის შესახებ გუშინ გამოჰკითხა.

თავის ჩვენებაში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ არ იცნობდა ეპშტეინს, არ ახსოვს მასთან შეხვედრა და არასდროს შეხვედრია მას მის კუნძულზე, სახლში ან ოფისში.

ჩვენების შემდეგ, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კომიტეტმა არაერთხელ ჰკითხა მას, იცნობდა თუ არა ეპშტეინს. კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტზე საქმესთან კავშირის არმქონე თემებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები, როგორიც არის მაგალითად: უცხოპლანეტელების თემა და "პიცაგეითის“ შეთქმულების თეორია.

არც ბილ კლინტონისთვის და არც ჰილარი კლინტონისთვის რაიმე სახის დანაშაულში ბრალი არ წაუყენებიათ და  ეპშტეინის დანაშაულების შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობას ორივე უარყოფს.